Home
Category
TV Live Menu
Loading data...

RMG-ის ახალი ლაბორატორია

BM.GE
13.12.21 09:43
298
არემჯი 2021 წელს ახალი პროექტით ასრულებს, საუბარია კომპანიის ახალ თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილ ქიმიური ანალიზის ლაბორატორიაზე, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ კომპანიამ ამ ახალ ლაბორატორიაში სინჯების ანალიზის მასშტაბი გაზარდა და აქ ყოველდღიურად 500-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნიმუში ანალიზდება, რომელიც შემდგომ შესაბამის სამსახურებს ეგზავნება. არემჯის ქიმიური ანალიზის ლაბორატორია ყოველდღე 24 საათის განმავლობაში მუშაობს და კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ადგილზე დასაქმებულებს შორის არემჯის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებიც არიან.