Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი სიგუა: ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა

5a911e0ab34c2
თელარა გელანტია
24.02.18 12:07
816
GEM FEST-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუას განცხადებით, მოქმედი მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა. ამის შესახებ სიგუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე კითხვაზე პასუხი რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ.

1 ჩატარდება GEM FEST ? აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურირტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება.

2. როდის გამოცხადდება ლაინ აფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ აფის ნაწილ- ნაწილ გამოცხადებას.

3. მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი, ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო, როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები) . მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა, ეგეც ვისწავლე