Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რობოტექნიკა საქართველოში - ინტერვიუ ტონი მეღაბღაბთან, CEO, QSpeed Robotics

BM.GE
17.03.23 12:18
98
რობოტექნიკის ბაზრის ღირებულება 2020 წელს 45.3 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო. რასაც ამ ეტაპზე პროგნოზები აჩვენებს, 2021–2030 წლების პერიოდში, ამ ბაზრის დამატებით 28%–ით ზრდაა მოსალოდნელი. ინდუსტრიული რობოტები და სმარტ რობოტული გადაწყვეტების შეთავაზება წარმოებისთვის – ამ პროგნოზების მიხედვით, ეს იქნება 2021–2030 წლებში ლიდერი მიმართულება. 

ქიუ სფიდ რობოტიკსი ჯერჯერობით ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელზე მორგებულ რობოტოტექნიკას აქ – თბილისში აწყობს და ექსპორტზე ყიდის. კომპანია ბაზარზე სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა, თუმცა დღეს უკვე საქმიანობის გაფართოებაზე ფიქრობს და სამიზნედ ადგილობრივი ბაზარი აქვს ამოღებული. ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც ტონი მეღაბღაბმა ბიზნესის დაწყება საქართველოში გადაწყვიტა, ჩვენი ქვეყნის ევროპასთან სიახლოვეა. 

ტონი მეღაბღაბი - CEO, QSpeed Robotics
ელენე კვანჭილაშვილი - "ანალიტიკას" ავტორი და წამყვანი;