Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როდიდან დაიწყება ნარჩენების სეპარირება თბილისში?

BM.GE
10.06.21 18:18
442
თბილისში ნარჩენების განცალკევებულად შეგროვება უნდა დაიწყოს, თუმცა, როდიდან, როგორ და რა მექანიზმით ეს ევროპელმა სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რომლებიც დედაქალაქის ნარჩენების სტრატეგიაზე მუშაობენ. ამასობაში კი თბილისის მერიას უკვე განხორციელებული აქვს მაგალითად მიწისქვეშა ნაგვის ურნების პროექტი, რომელიც არავინ იცის, მოერგება თუ არა ახალ დოკუმენტში განსაზღვრულ საჭირობებებს. დედაქალაქში ყოველწლირად 420 ათასი ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის მართვაც თბილსერვის ჯგუფს 60 მილიონი ლარი უჯდება. სწორედ ნარჩენებისა და დანახარჯების შემცირებაა თბილისის მუნიციპალიტეტის მიზანი სტრატეგიის განხორციელებისას. ირკვევა ისიც, რომ ნარჩენების განცალკევებულად შეგროვება, სავარაუდოდ ნარჩენების გაადსახადსაც გაზრდის.