08.Jun .2021 09:13

როდის აიცრება ტურისტული სექტორი?

Back

უსაფრთხო ტრანსპორტი, უსაფრთხო გიდი, უსაფრთხო კვებისა და განთავსების ობიექტი - ეს არის ის მთავარი მოთხოვნები, რასაც მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უცხოელი დამსვენებლები ქართველ სერვისის მიმწოდებლებს უყენებენ. ვაქცინაციის დაბალი ტემპები კი არჩევანის გაკეთების მთავარი წინაპირობაა.

არაერთი დაპირების მიუხედავად ამ დრომდე ტურიზმის ინდუსტრიისთვის ვაქცინაციის პროცესი არ დაწყებულა, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისინი საკუთარი ორგანზიებითაც ვერ ახერხებენ საცხოვრებელ ქალაქში აცრას. რა პრობლემები აქვს სექტორს და რას გეგმავს ხელისუფლება ტურისტული სეზონის გახსნის მოახლოვების ფონზე?