Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როდის ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა?

BM.GE
18.05.21 10:30
392
პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. შედეგად, კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას ენერგობირჟის საშუალებით იყიდის. პირველ ეტაპზე ენერგოპლატფორმაზე ვაჭრობას 23-მდე მსხვილი მომხმარებელი შეძლებს. მათ შორის სამი სახელმწიფო და ოცი კერძო კომპანია იქნება. პირველი ივლისი სასტარტო ეტაპია, ბაზრის სრული გახსნა მომდევნო ხუთ წელშია მოსალოდნელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლისთვის მცირე ბიზნესისა და საცალო მომხმარებების გარდა, ნებისმიერი სუბიექტი ელექტროენერგიის შეძენას კონკურენტუულ ბაზარზე, დერეგულირებული ფასით შეძლებს.

მრავალი კანონის დამუშავების მიღების, შეფერხებების დაგვიანებით მიღებული გადაწყვეტილებების თუ სხვა პრობლემების გათვალისწინებით არასამტავრობო სექტორში ფიქრობენ რომ პირველ ივლისს ბირჟის ამოქმედება გადაიწევს. რის საფუძველზე გაჩნდა ბირჟის ვერ ამოქმედების ეჭვები და რა ეტაპზეა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გახსნისთვის სამზადისი?

სტუმრები: გიორგი კაპანაძე - ახალაგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენეთა ასოციაციის პრეზიდენტი;
ირინა მილორავა - ენერგეტიკული ბირჟა, დირექტორი.