13.May .2021 18:17

როდის და რა პირობებში განიხილავს მთავრობა კომენდანტის საათის მოხსნას?

Back

რამდენიმე თვეა ბიზნესი, კომენდანტის საათის მოხსნას და სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვს. მთავრობის მისამართით გაჟღერებულ მოთხოვნებს შორის სხვა საკითხებიც იყო. ეკონომიკისა და მდრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს აცხადებს, რომ ორი კვირის შემდეგ, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების საკითხი გადაიხედება. როგორც მინისტრმა თქვა, ეს შეეხება ყველა შეზღუდვას, მათ შორის - ე.წ. "კომენდანტის საათს".