Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როდის გაიხსნება ფიტნეს ცენტრები? - მორიგი შეხვედრა მთავრობასთან

BM.GE
09.02.21 15:08
526
როდის გაიხსნება ფიტნეს ცენტრები? - ბიზნესომბუდსმენი და შრომის ინსპექტორი ბიზნესს შეხვდნენ. შეხვედრაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ფუნქციონირების აღდგენისთვის საჭირო რეგულაციებზე იმსჯელეს. თემაზე BM.GE ფიტნეს ცენტრ „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დამფუძნებელს დაუკავშირდა. კითხვაზე - რა ცვლილებები შევა საპორტული დარბაზების პროტოკოლების ნაწილში, გიორგი ასათიანმა განაცხადა, რომ ფიტნეს ცენტრების რეგულირება გასულ ეტაპზეც საკმაოდ მკაცრი იყო, თუმცა დარბაზები ყველა წესს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც შეხვედრის დროსაც აღინიშნა.

სტუმარი: გიორგი ასათაინი - “ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დამფუძნებელი