Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

BTK-ს გავლით პირველი მატარებელი ყარსში ჩავიდა

59fc53e4caa1f
BM.GE
03.11.17 15:30
920
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით პირველი სატვირთო მატარებელი ყარსში ჩავიდა. მატარებელმა აზერბაიჯანიდან ყარსში ჩასვლას დაახლოებით 40 საათი მოანდომა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მატარებელმა ყარსი უკვე დატოვა და თურქეთის სამხრეთისკენ მერსინის მიმართულებით დაიძრა. აღნიშნული გზის გავლას იგი დაახლოებით 40 საათს მოანდომებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით პირველი ტვირთი 24 ოქტომბერს ყაზახეთის სადგურიდან გაემგზავრა. ხორბლით დატვირთული მატარებელი 32 კონტეინერისგან შედგებოდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ბაქოში 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაში ხუთი ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ყაზახეთის პრემიერმინისტრი ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერმინისტრმა აბდულა არიპოვმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს.