Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როდის მიაღწევს საქართველო აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობას?

BM.GE
18.04.22 02:26
278
უკრაინაში რუსეთის შეჭრა არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში ცვლის ეკონომიკურ სურათს. დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ არნახული სანქციებისა და უკრაინის მხარდაჭერის ირგვლივ გაერთიანდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი, რომლისთვისაც რუსული აგრესიის ფორმები და კვალი საქართველოს მაგალითზეც ცნობილია, ამ მხარდაჭერის პროცესში ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს. რამდენად მოსალოდნელია უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გასამყარებლად შეერთებულმა შტატებმა სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ბერკეტები გამოიყენოს - ეს არის ჩვენი და თქვენი ინტერესის საგანიც. ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად შეიძლება განვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობა, რაზეც პირველი ოფიციალური განცხადება სახელმწიფოთაშორის დონეზე, წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს გაკეთდა.