Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როდის შეიქმნა და რა მიმართულებებს მოიცავს Block Group?

BM.GE
20.06.22 02:59
243
ჩვენი სტუმარი ახალგაზრდა მეწარმე და ბიზნემსენი თორნიკე ჯანაშვილია - თორნიკე უძღვება კომპანია ბლოკ გრუპს, რომელიც გაისად 30 წლის გახდება, და იმავდროულად, ბაბუის და მამის საქმიანობის გამგრძელებელიც არის. კომპანიის ისტორიაზე საუბარს შევყევით მისი ახალი პროექტის მონახულებისას, საუბარია ქეთევან წამებულის გაზმირზე, 37 ნომერში მდებარე ახალ სასტუმროზე, რომელიც რამდენიმე კვირაში ფუნქიონირებას მსოფლიოში ცნობილი გოლდენ ტულიპის ბრენდის ქვეშ დაიწყებს. არაჩვეულებრივი გარემოა მერწმუნეთ, თავადაც დარწმუნდებით როცა მრავალი მიზეზით საქმიანი იქნება თუ დასვენებისთვის საჭირო გარემო, ეწვევით გოლდენ ტულიპ თბილისის სასტუმროს, რომელიც დედაქალქში პირველია ამ ბრენდის ქვეშ. ისე კომპაანია რომელიც ჰოლდინგის სტრუქტურით არის წარმოდგენილი, 40 ზე მეტი ბიზნეს მიმართულებით არის წარმოდგენილი.