Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ აფასებს ბიზნესი 10-წლიან ეკონომიკურ სტრატეგიას?

BM.GE
06.07.21 18:34
445
დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის 10-წლიანი ეკონომიკური სტრატეგია წარადგინა. მინისტრის თქმით, 2025-2030 წლებში საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი 5%-5.2%-ის ეკონომიკური ზრდა ექნება. “უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აპრილსა და მაისში საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წელს ეკონომიკური ზრდა სულ მცირე 8% იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული წლის ვარდნას სრულად გავანულებთ და აბსოლუტურ ზრდაზე გადავალთ.“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. აქვე, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 25 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამართულ მოხსენებაში განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, შესაძლებელი გახდება, რომ 2030 წელს საქართველოს ნომინალური მშპ ერთ მოსახლეზე $10,000 დოლარი გახდეს. რამდენად შესაზლებელია 5 % იანი ზრდის პირობებში ნომინალური მშპ 10 000 დოლარი გახდეს და რამდენად თანხვედრაშია პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის განცხადებები და გეგმა?!