02.Nov .2020 14:58

როგორ აფასებს ბიზნესი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მუშაობას?

Back

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2016-2020 წლების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რიგ რეფორმებზე და კანონებზე, რომლის მიღება დარგობრივი კომიტეტის ჩართულობით განხორციელდა. სანამ მე-10 მოწვევის პარლამენტი და შესაბამისად ახლადდაკომპლექტებული დარგობრივი კომიტეტი საქმიანობას შეუდგება, საქმის კურსმა კერძო სექტორს კომიტეტის 4 წლიანი საქმიანობა შეაფასებინა.