22.Feb .2021 18:26

როგორ აფასებს ბიზნესი ღარიბაშვილის ეკონომიკურ ხედვას?

Back

ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი, განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ თუ როგორი იყო ეკონომიკური ზრდა 2003 წლიდან 2020 წლადმდე. ამასთან როგორც ქვეყნის პრემიერ- მინისტრობის კანიდიდატი განმარტავს, ქვეყანაში ეკონომიკა და პოლიტიკა უნდა გახდეს პროგნოზირებადი, სახელმწიფომ კი უნდა იტვირთოს მთავარი ტვირთი პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის და სამუშაო ადგილების გადასარჩენად.. ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ძლიერი სახელმწიფოსთვის ეკონომიკის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია და მთელი აქცენტი ახალ ინიციატივებზე იქნება გადატანილი. ასევე დღეს პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა დაანონსა რომ ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში ჩააბარებს საზოგადეობას მის მიერ გაკეთებული საქმეების ანგარიშს - “ ხალხმა უნდა იცოდეს რას ვაკეთებთ”- აცხადებს ღარიბაშვილი. როგორ აფასებენ ეკონომისტები ღარიბაშვილის ხედვას?