Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბათუმში UEFA სტანდარტის სტადიონის მშენებლობა იწყება

5a324fe036921
BM.GE
14.12.17 14:17
971
ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. დოკუმენტს შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს ხელი.

"ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე" - ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა.

შპს „ანაგის“ მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. მათივე ცნობით, შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს.

ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა