Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მერია მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციას იწყებს

5a755db0323e6
მეგი კავთუაშვილი
03.02.18 12:30
911
თბილისის მერია მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციას იწყებს. ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე უკვე გამოცხადდა. ხიდების განახლებისთვის 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დაფინანსების წყაროდ თბილისის ბიუჯეტი განისაზღვრა. ღირებულების ნახევარი 2018 წლის, მეორე ნახევარი კი 2019 წლის ბიუჯეტიდან დაიფარება. სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია.

პროექტის ფარგლებში არსებული ხიდების დემონტაჟი და ახალი ნაგებობის დადგმა იგეგმება.