28.Sep .2022 10:15

როგორ აისახება თხილზე სუამ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ხელშეკრულება?

Back

20 სექტემბერს სუამ-ის გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის მინისტერიალზე ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის ფარგლებში საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის შესახებ. ოქმი სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კუმულაციური პრინციპის საფუძველზე თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს. კერძოდ, ის საშუალებას აძლევს სუამ-ის წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ ერთმანეთის ნედლეული, რის შედეგადაც პროდუქტს მიენიჭება იმ ქვეყანაში წარმოშობის სტატუსი, სადაც საბოლოო სახე მიიღო.