Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ აპირებს მერია გარევაჭრობის პრობლემის მოგვარებას?

BM.GE
03.03.22 14:55
259
ჯერ კიდევ 2014 წლის 30 დეკემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც დადგინდა ის ლოკაციები სადაც ვაჭრობა დაუშვებელი უნდა ყოფილიყო. დადგენილების თანახმად ეს არის ქალაქის ქუჩები, მოდნები და ტროტუარები, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა, ამ უკანასკნელიდან ასევე განისაზღვრა დასაშვები საქონლის ნომენკლატურა. 

დადგენილებაში წერია ისიც, რომ საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.

ამის მიუხედავად 2022 წლის 25 თებერვალს გარევაჭრობა ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება, თუმცა უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ტიპის მცდელობები ამ მიზნით მერიის მხრიდან ამ 7წლის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა, თუმცა ფაქტია, რომ შედეგი ამ დამდგარა.

ბმჯ-თან საუბრისას ცოტა ხნის წინ ბაზრის მოვაჭრეებმა ეს თემა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ გარემოვაჭრეებთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, რადგან ისინი ემორჩილებიან კანონს, იხდიან გადასახადებს და ამის მიუხედავად კარგავენ მომხმარებლებს.

გასულ კვირას მერიის სხდომა კახა კალაძემ ამ თემით გახსნა და განაცხადა, რომ იმ ადგილებში რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეკონომიკური საქმიანობის წარმოება არ მოხდება. კალაძემ მაგალითად მოიყვანა ვარკეთილის მეტროსთან შექმნილი ვითარება და აღნიშნა რომ კატეგორიულად მიუღებელია ერთად იყიდებოდეს ტანსაცმელი, ხორცი, ყველი და დისკომფორტს ქმნიდეს სხვა ადამიანებისთვის.

სტუმარი: მამუკა ჯაყელი - მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.