Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ აპირებს მთავრობა ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვას?- ახალი სქემა

BM.GE
31.10.22 18:22
174
დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალი მოდელი ოფიციალურად წარადგინა. საუბარია ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელზე ე.წ CFD-ზე, რომლითაც ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. რა ვიცით, ამ დროისთვის ენერგეტიკის დარგის ხელშემწყობ ახალ მექანიზმზე, რით განსხვავდება ე.წ CFD ჯერ კიდევ 2017 წელს გაუქმებული PPA ხელშეკრულებებისგან და რა კითხვები აქვს დარგს?