Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული ვირის რძე, შესაძლოა, ექსპორტზე გავიდეს

5a0ffb0fe78c9
BM.GE
18.11.17 13:16
1512
საქართველოში წარმოებული ვირის რძე, შესაძლოა ექსპორტზე გავიდეს . ვირების პირველი ფერმის ’’სახე-დარი“-ს დამფუძნებელი თემურ ლომიძე „საქმის კურსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ექსპორტზე შეთავაზება უკვე მიიღეს, თუმცა ევროპულ ბაზარს დიდი მოცულობით პროდუქცია სჭირდება, რისი საშუალებაც ჯერჯერობით არ აქვთ.
„თუ ევროპის რომელიმე ქარხანას დავუდებთ ხელშეკრულებას, მათ დღეში დაახლოებით 20 ლიტრი მაინც დასჭირდებათ, რისი საშუალებაც ჩვენ ჯერ არ გვაქვს. ძირითადად ექსპორტზე გასატანად ეს გვაფერხებს. ეკონომიკის სამინისტროსთან მქონდა კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შემპირდა, რომ გატანის ლიცენზიას გაგვიკეთებდნენ და ამის პრობლემა არ გვაქვს და არც რძის ხარისხის პრობლემა დგას.

ერთი კილოგრამი ყველის ამოყვანას 20-დან 25 ლიტრამდე რძე სჭირდება, ანუ 25 ლიტრი რძის კონცენტრაცია ჩადის ერთ კილო ყველში.

საქართველოში ერთი ლიტრი ვირის რძის ღირებულება 60 ლარია, ხოლო ევროპაში ეს 60 ევრო. 1 კილოგრამი ყველის ღირებულება კი რძის ფასიდან გამომდინარე დაახლოებით 1500 ლარამდე გამოდის“, - ამბობს თემურ ლომიძე.