რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც უძრავი ქონების სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
სებ–ის ცნობით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული.
„უძრავი ქონების ბაზარი პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდეც მდგრადი იყო, რამაც სექტორს კრიზისის დროულ დაძლევაში შეუწყო ხელი. აღნიშნულს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებიც დაეხმარა. ყოველივე ამის ფონზე, უძრავი ქონების ფასების მნიშვნელოვანი კორექტირება წინა წლებში არ მომხდარა. მიმდინარე წელს კი უძრავი ქონების როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოხატულ ფასებში ზრდის დინამიკა შეინიშნება. აღნიშნული ტენდენცია ფიქსირდება სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, რაც გარკვეულწილად მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლითა და, შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროებით იყო განპირობებული.
გარდა ამისა, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა. ასევე, მომატებულია სამშენებლო ხარჯები, რაც უძრავი ქონების ფასს დამატებით ზრდის. აღსანიშნავია კაპიტალიზაციის ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობის საზომია.
ეროვნულის ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილი რისკების რეალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,“- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
სტუმარი: ირინა კვახაძე - "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსი;
See all the news
All News
Gold is shining in the new geopolitical world
JSC “Rustavi Azot” was sold
We Are Creating An Innovative Co-Working Space In Tbilisi - Sergi Gvarjaladze
The Rich Often Enjoy Tax Break - Deputy Minister
Israel Got Acquainted With The Business Tourism Potential Of Georgia
Kettari Foundation became a partner of DATAFEST this year
Tata Power’s CEO Pays Visit to BMG
NEQSOL Holding has won defamation case against Communications Commission
Trip.com says China hotel bookings are surpassing pre-pandemic levels
Europe's largest crypto exchange WhiteBIT has partnered with Netflix
Interview with Albert Park, ADB’s Chief Economist - By Elene Kvanchilashvili, Forbes Georgia Executive Editor in Chief
Investigation Service detained two persons of the fact of evading a particularly large amount of tax
This year, the VIII international literature festival Odesa will be held in Batumi
Georgian Commercial Banks Boost Business loan portfolio for large enterprises
High blueberry exports from Georgia In July
#ForbesTalks - ინტერვიუ გიორგი ჯახუტაშვილთან / 10.08.2022
#ბარი: საუბრები წარმატებაზე ბარში - გიორგი ქადაგიძე, რევაზ ვაშაკიძე და გიორგი ისაკაძე - VII გადაცემა / 06.08.2022
#BMGDRIVE:„ადამიანები ვისაც ემუშავები მალე იცვლებიან, თანამდებობებს ტოვებენ - ეს პრობლემაა“ - მევლუდ მელაძე
#საქმიანები: მაია კეზევაძის ნამდვილი იმერული ესკიზები
#BMGDRIVE: ვინ ყიდულობს „თბილისის დინამოს“? - ლევან სალუქვაძე/ 30.07.2022