Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კლინიკებში ექთნების დეფიციატია

5a856367709ad
მეგი კავთუაშვილი
15.02.18 17:40
1099
საქართველოში 1 ექიმზე 0.8 ექთანი მოდის. მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 3-ზე მაღალია. შვეიცარიაში ექთნების რაოდენობა ექიმებთან მიმართებაში 4,3-ია; ფინათში - 4,8; საფრანგეთი-გერმანიაში -3,3; უკრაიანაში -2,2; რუსეთში - 1,4.

საქართველოს და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მონაცემებს ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აქვეყნებს.

„ექთნებით უზრუნველყოფის მხრივ კატასტროფული მაჩვენებელია საქართველოში. სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს წარმოადგენს ექთნების რაოდენობის შეფარდება ექიმების რაოდენობასთან.1 ექიმზე 1 ექთანიც კი არ მოდის! და ეს მაჩვენებელი არა თუ იზრდება, არამედ იკლებს 2000 წლიდან მოყოლებული. ექთანი დაუფასებელი პროფესიაა, რატომ არ მიდის ხალხი ექთნის კურსებზე? იმიტომ რომ ანაზღურება დაბალია. ერთი რომ სახელმწიფოს სტრატეგია არ გააჩნია და მეორეა, რომ კერძო დამსაქმებლებიც ეკონომიას ექთნების ხარჯზე აკეთებენ. ასეთმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე რომ კლინიკებში სულ უფრო მცირდება მომსახურე პერსონალის რაოდენობა, რაც უარყოფიტად აისახება მკურნალობის ხარიხსზე“, - აცხადებს მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე.