Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან? - ალექსანდრე ძნელაძე საქმიან დილაში

BM.GE
03.02.21 10:00
474
რამდენიმე დღის წინ საბანკო ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ასოციაცია წერს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებგვერდების რეკლამას აკეთებენ. ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება კონკრეტული ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი ყალბი ვებგვერდი, რომელიც ითხოვს მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანას, რითიც ბოროტად სარგებლობენ თაღლითები.


სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაცია, პრეზიდენტი