22.Feb .2022 11:05

როგორ ემზადება აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის?

155
Back

ბათუმში დამსვენებლების რაოდენობა ზაფხულის სეზონთან შედარებით 90%-ით, პანდემიამდელ ზამთართან მიმართებით კი 50%-ით ნაკლებია. ქალაქი ვიზიტორების სიმცირეს უჩივის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები მიზეზად დაბალ სეზონთან ერთად რეგიონში, არსებულ სამხედრო ინტერვენციების რისკებსა და კოვიდშემთხვევების უპრეცედენტოდ გაზრდილ მაჩვენებლებს უკავშირებენ. ისიც ფაქტია, რომ ზოგადად იანვრის დასაწყისიდან თებერვლის ბოლომდე პერიოდი ბათუმისთვის მძიმეა და რეგიონი ყოველთვის ტურისტების სიმცირეს უჩივის, რაც ცხადია დაბალსეზონურობას უკავშირდება. ბათუმში მომუშავე კომპანიები მდგომარეობის გაუმჯობესებას მარტიდან პროგნოზირებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ რაიმე ფორმის შეზღუდვები, რაც ტურისტული ნაკადების შემოდინებას ხელს შეუშლის, აღარ დაწესება.

პარალელურად, 2 მაისიდან airbaltic-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველად დაიწყებს ოპერირებას და რიგა-ბათუმი-რიგას სააერო ხაზზე ფრენებს კვირაში ორჯერ შეასრულებს, რაც , როგორც წესი პოზიტიურ რიცხვებად დაკონვერტირდება, როგორც ტურისტების ასევე მათგან მირებული შემოსავლების კუთხით.

როგორ ემზადება აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის?

სტუმარი: ირაკლი თავართქილაძე - ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი.