Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ “გადააგდეს” ლუკოილის მომხმარებლები

BM.GE
16.09.21 19:34
528
ფიზიკური პირები და კერძო კომპანიები მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან „ლუკოილის“ ბარათებით საწვავს ვეღარ ანაღდებენ, მიუხედავად იმისა, რომ თანხა უკვე გადახდილი აქვთ. როგორც „ლუკოილ-ჯორჯიაში“ განმარტავენ, ამის მიზეზი კომპანია „უნიგრუპთან“ გაწყვეტილი ხელშეკრულებაა, რომელიც საწვავის გაყიდვაზე მესამე პირებთან ხელშეკრულებას აფორმებდა. დაზარალებულები ორივე კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ და კუთვნილი საწვავის მიღებას ითხოვენ. არ არის გამორიცხული ლუკოილისა და უნიგრუპის საქმიანობით ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს.