Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

წელს პრივატიზაციიდან 58,5 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება

no photo
მაია ბიწაძე
26.01.18 12:26
661
2018 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან 58,5 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება. როგორც Bm.ge -ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, წელს გასაყიდი ობიექტების სია ჯერ არ არის ცნობილი, მას "სახელმწიფო ქონების ეროვნული" სააგენტო დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართვის საფუძველზე ადგენს, ობიექტების გასაყიდი ფასიც აუქციონის ჩატარებამდე განისაზღვრება.

2017 წელს სააგენტოს მიერ 1897 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და წლის განმავლობაში ქონების გაყიდვიდან შემოსავალმა 97 949 476 ლარი შეადგინა. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული ობიექტების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

1) 24 589 000 ლარის მობილიზება მოხერხდა შპს ფოთის ინდუსტრიული ზონის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 75%იანი წილის რეალიზაციიდან; 

2) 13 650 000 ლარი ბიუჯეტმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ბუკნარში მდებარე 90 ჰექტარი არასასაოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან მიიღო;

3) 13 161 134 ლარი - გაზსადენი მილების პრივატიზაციიდან;

4) 12 505 000 ლარი - ქ.თბილისში ჭონქაძის#21 ში მდებარე უძრავი ქოების რეალიზაციიდან;

5) 2 400 000 ლარო- ქ.თბილისში , სანდრო ეულის ქ#7 ში მდებარე 1925 კვ.მ და 2 604 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციიდან; 

6) 2 310 000 ლარი - ქ.თბილისში , რუსთაველის გამზირზე მდებარე 729 კვ.მ ფართისაასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან;

7) 1 960 000 ლარი - ასევე თბილისში, უზნაძის ქუჩაზე #14 ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობების გაყიდვიდან;

8) 1 698 000ლარი - სოფელ ტაბახმელაში მდებარე მიწის ნაკვეთის რეალიზაციიდან.