17.Jan .2021 12:06

როგორ გამდიდრდა ჯოან როულინგი ?

115
Back

შოტლანდიაში არის ერთი პატარა კაფე “ნიკოლსინი”, რომელიც გარშემორტყმულია პეიზაჟებით, ხოლო ტავერნაში კლასიკურად არის გაწყობილი მაგიდები. სწორედ ამ ადგილას იწერებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნოველა “ჰარი პოტერი”, რომელმაც ჯოან როულინგი პირველ მილიარდერ მწერლად აქცია მსოფლიოში. არადა, 17 წლის ასაკში, ის არ მიიღეს კოლეჯში, 29 წლის ასაკში კი იყო თავშესაფარში მცხოვრები მარტოხელა დედა. დაწერა წიგნი, მაგრამ ყველა გამომცემელმა უარი უთხრა მის გამოქვეყნებაზე. თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერი გამოვიდა და 31 წლის ასაკში გამოქვეყნდა მისი პირველი ნამუშევარი. 35 წლისას, ის უკვე 4 წიგნის ავტორი გახდა, ხოლო 42 წლისამ, წიგნის გამოშვების პირველივე დღესვე გაყიდა, წიგნის 11 მილიონი ეგზემპლარი.