Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ გამდიდრდა ირლანდია ?

BM.GE
18.04.21 11:49
774
ირლანდიაში ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 78000 აშშ დოლარია. ირლანდიელებზე მაღალი შემოსავალი მსოფლიოში მხოლოდ სამ ქვეყანაში აქვთ. ესენია ლუქსემბურგი, შვეიცარიასა და ნორვეგიაა. ბოლო 40 წელიწადია, რაც ირლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. თუმცა განსაკუთრებით წარმატებული 1987-2007 წლებში იყო, როდესაც ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 6.5%-ით იზრდებოდა. ირლანდიამ “აზიური
ვეფხვების“ ანუ სინგაპურის, სამხრეთ კორეის, ჰონგ კონგისა და ტაივანის მსგავსი ეკონომიკური განვითარების გზა განვლო, ამიტომ “კელტური ვეფხვი“ უწოდეს.