31.Jan .2021 12:29

როგორ გამდიდრდა NIKE?

176
Back

კომპანია “ნაიკი“ სპორტული ტანსაცმლის, აქსესუარების და ინვენტარის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 39 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 4 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 23 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 160 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 73 ათასზე მეტი ადამიანი. “ნაიკი“ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, სპორტული აღჭურვილობის სექტორში. თუმცა საინტერესოა როგორ გამდიდრდა ბიზნესი, რომელიც ჯამში 1000 დოლარის საწყისი კაპიტალით დაიწყეს უნივერსიტეტში სპორტსმენმა და მისმა მწვრთნელმა, მხოლოდ იმიტომ რომ ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმელი უნდოდათ და თანაც ხელმისაწვდომ ფასად.