Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ იმოქმედა დისტანციურად მუშაობამ შრომის პროდუქტიულობაზე?

BM.GE
01.04.21 09:06
352
ბრიტანელი დამსაქმებლები ინტენსიურად ფიქრობენ იმაზე, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში თანამშრომლები კვირაში ორი დღე მაინც სახლიდან ამუშავონ, თუმცა ამ პროცესის მართვა მარტივი საქმე არ იქნება - კომპანიების ხელმძღვანელებს ამისთვის არაერთი თათბირის ჩატარება დასჭირდებათ, რათა ზუსტად განისაზღვროს დასაქმებულთა სურვილი და, რაც მთავარია, მათი საქმიანობის პროდუქტიულობა - ვის როგორ ურჩევნია სამომავლოდ მუშაობა.

ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევაა, რომლის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ აისახა დისტანციურად მუშაობა დასაქმებულთა პროდუქტიულობაზე?