Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ მდიდრდება პანდემიის დროს კაფე ბრიუსელში?

BM.GE
07.12.20 10:25
363
იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც პანდემია და კრიზისი მათ სასარგებლოდ გამოიყენეს, ჭკვიანური გეგმა მოიფიქრეს, ზრდა/განვითარებაზე იმუშავეს და შესაძლებლობებად გარდაქმნეს სამყაროში ბევრი არ მოიძებნება, თუმცა მაგალითები საბედნიეროდ არის. ალბათ რთული დასაჯერებელია ის რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ ეს ნამდვილი ამბავია. მოკლედ, პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი დახურულია, ბრიუსელში მდებარე ერთი ძალიან პატარა კაფე იმაზე მეტად მოთხოვნადი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. ეს არის კაფე, რომელიც ახლა, მსოფლიო ეკონოიკური კრიზისის დროს ფიქრობს წარმოების გაფართოვებაზე, ექსპორტზე და ზრდაზე, იმისათვის, რომ პროდუქცია რომელიც შექმნა და შესთავაზა მოხმარებლებს, მიაწოდოს ყველას და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა. ან დაც ინტერესი.