Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ მოიგო 10 მილიონიანი ტენდერი “პარვუს ჯგუფმა”? - კითხვები ინტერნეტიზაციის პროექტზე / ანალიტიკა - 14.05.2021_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
14.05.21 14:15
437
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურიაშია. მთავრობის მეთაურს სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან ერთად, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციის გახსნა აქვს დაგეგმილი.

გუშინ კი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა - აიდიეფაი-მ - მედიის, ინტერნეტისა და ინოვაციების ნაწილში ძალიან საინტერესო ბლოგი გამოაქვეყნა სათაურით ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი ოზურგეთში.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის იდეა ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 2015 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში დაფუძნდა „ოუფენ ნეტი“, რომელსაც დაევალა საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება. 150 მილიონი დოლარის პროექტის მიზანი იყო 2020 წლისთვის, 8,000-კილომეტრიანი ოპტიკური ქსელი გაეყვანა და 2,000-მდე დასახლებულ პუნქტში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეეყვანა. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში მოხვედრილი 473 სოფლის სიაც გვქონდა, თუმცა ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ დაწყებულა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების იმდროინდელი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის და სხვა თანამდებობის პირების განცხადებების მიხედვით, პროექტი ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო. “ოუფენ ნეტის” დაფუძნებიდან, 2020 წლამდე ინტერნეტიზაციის პროექტი გაჩერებული იყო, 2020 წლის ოქტომბერში კი საპილოტე ქსელის მშენებლობა დაიწყო. თუმცა როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარე საპილოტე პროექტი “ქართუს” ნაცვლად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

2020 წლის აგვისტოში “ოუფენ ნეტმა” 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა შპს “პარვუს ჯგუფთან”. სწორედ ეს ჯგუფი და ეს გამარტივებული შესყიდვა ხვდება აიდიეფაი-ს ბლოგის გამადიდებელი შუშის ქვეშ.

გამარტივებული შესყიდვის ლოგიკა იყო, რომ პროექტი არ უნდა გაჭიანურებულიყო. ხელშეკრულებით, პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები მთლიანად უნდა დასრულებულიყო და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო 2020 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. მაგრამ მოგვიანებით, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ვადა 2021 წლის 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა. თუმცა, რასაც თქვენს ბლოგში ვკითხულობთ, შპს პარვუს ჯგუფმა, რომლის 50-50%-ს სულხან ზუბურიძე და მამუკა პაპუაშვილი ფლობენ - პირველი სახელმწიფო ელექტროსისტების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო მეორე - წევრი - ვადები აქაც ვერ დაიცვა. რამდენად ჰქონდა პარვუს ჯგუფს შესაბამისი გამოცდილება, რომ ასეთი დიდი პროექტი აეწია და რა რეაგირება მოჰყვა ვადების დარღვევას?

სტუმარი: მარიამ გოგიაშვილი - IDFI ; ანალიტიკოსი