Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი სასტუმრო ბიზნესში შესვლას გეგმავს

5a14068a4e766
სალომე მეცხვარიშვილი
22.11.17 10:00
829
ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი სასტუმრო ბიზნესში შესვლას გეგმავს. East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელძღვანელი აცხადებს, რომ ტურისტული ბიზნესის გააქტიურებას ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხნის "ვაზიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს.

მისი თქმით, "ვაზიანის" საწარმოში ტურისტების რიცხვი სწრაფად იზრდება, რაც მფლობელებს აფიქრებინებს, რომ ადგილზე ღვინის დეგუსტაციის გარდა სხვა სერვისების მიღებაც უნდა იყოს შესაძლებელი.

"მინდა, რომ ცალკე ტურისტული ობიექტი გაკეთდეს სასტუმროთი, რადგან ყველა მოთხოვნას ჩვენ იქ ვერ ვუკმაყოფილებთ ტურისტებს. მათ დღეს მხოლოდ ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა აქვთ. არადა უნდათ დარჩენა, სადილი და ა.შ.",- აცხადებს ირაკლი იაშვილი.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას კომპანია, სავარაუდოდ, 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

"ვაზიანის" საწარმო თელავში მდებარეობს.