Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ მოვამზადოთ კვალიფიციური მუშახელი?- პროფესიული სასწავლებლების რეფორმის დეტალები

BM.GE
10.10.22 15:47
167
პროფესიული უნარების სააგენტოს დაკვეთით საკონსულტაციო კომპანია ეისითიმ პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანგარიში მოამზადა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 79%-ს სმენია პროფესიული განათლების შესახებ და იცის კიდეც რას გულისხმობს ის, 15%-ს კი უბრალოდ სმენია, თუმცა არ იცის, რას გულისხმობს პროფესიული განათლება. ამასთან პროფესიული განათლება გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის გულისხმობს ხელობის შესწავლას (73%), კონკრეტული პროფესიისთვის კადრების მომზადებას (56%) და უმოკლეს გზას დასაქმებისთვის (49%). 

მიუხედავად პროფესიული განათლების მაღალი ცნობადობისა, უშუალოდ ინფორმირებულობა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, როგორიც არის პროფესიული პროგრამების სახეები, დაშვების წინაპირობები, პროგრამების ხანგრძლივობა, პროფესიული სტუდენტებისთვის არსებული შეღავათები, სხვა, საკმაოდ დაბალია. 

კვლევის ფარგლებში ჯამურად 2000 ინტერვიუ და 10-მდე ფოკუს ჯგუფი გამოიკითხა. რა იცის მოსახლეობამ პროფესიულ სწავლებაზე და რაც მთავარია როგორ მოვამზადოთ ბაზრისთვის მოთხოვნადი კადრები? 

სტუმარი: თამარ ქიტიაშვილი - პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი;