Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტი მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად კონკრეტული ინიციატივით გამოდის

5a747e03dace0
ელენე გოგბერაშვილი
03.02.18 10:00
1096
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტისა და მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციებთან შეხვედრაზე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან არაერთ გამოწვევაზე გამახვილდა ყურადღება. მთავარი პრობლემა, რაც ბიზნესს ყველაზე მეტად აწუხებს, ფინანსებთან ხელმისაწვდომობაა. როგორც BM.GE-სთან საუბრისას დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, იაფი ფულის მოზიდვა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დღეს ნამდვილად პრობლემაა, ამიტომ ის ბანკებს მოუწოდებს შექმნან გაცილებით ხელმისაწვდომი საბანკო პროდუქტები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ვიდრე დღეს არის.

გარდა ამისა, ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაწესდეს კვოტა და მასში მსხვილი კომპანიების მონაწილეობა ჩაიკეტოს. მისი თქმით, ღნიშნული ინიციატივის განხილვები ჯერ სექტორთან, მთავრობასთან და შემდგომ პარლამენტში მოხდება.

,,შეთავაზება გვექნება, მაგალითად როგორც ბევრ ქვეყანაშია, თუნდაც აშშ-ში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების გარკვეული კვოტა, მაგალითად სახელმწიფო შესყიდვების ბიუჯეტის 5-10% ცხადდება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, ანუ ფაქტობრივად ჩაკეტილია მასში მსხვილი ბიზნესის მონაწილეობა, რომელთაც ბუნებრივია მეტი საშუალება აქვთ უფრო დაბალი ფასის დადების. როცა დღეს ვიცით, რომ შესყიდვების კანონის მთავარი კრიტერიუმი არის ფასები, შესაბამისად ბუნებრივია მცირე და საშუალო კომპანიები მასში ავტომატურად არც იღებენ მონაწილოებას’’-განუცხადა პარლამენტარმა, ლევან კობერიძებ BM.GE-ს.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხილვები ჯერ სექტორთან, მთავრობასთან და შემდგომ პარლამენტში მოხდება.