Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ პასუხობს შოკებს საქართველოს ეკონომიკა?

BM.GE
01.07.22 11:59
290
საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გუშინ გავრცელებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი. 2022 წლის პირველ 5 თვეში ეკონომიკური ზრდის ჯამური მაჩვენებელი 11.2% იყო. 

"2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ექსპორტის 37.5%-იანმა ზრდამ, ასევე კერძო სექტორის ბრუნვის ზრდამ.

საქსტატის მიხედვით, მაისში კერძო სექტორის ბრუნვა, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა 10.4 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მიმდინარე 5 თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს (6%-ს) მოგვიანებით გადახედავს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, წინასწარი მონაცემებიდან გამომდინარე მაისში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა(11.6%) მოსალოდნელი იყო. 

„ჩვენ ასეთ ეკონომიკურ ზრდას ველოდით. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, რომ გასული წლის მაისში 26%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ძალიან მნიშვნელობანი შედეგია ამ პირობებში ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მეორე წლის განმავლობაშიც და 2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაშიც - ეს არის დამაიმედებელი, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს წლის პერსპექტივაში ცოტა მოგვიანებით გადავხედოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

სტუმრები: სოსო ბერიკაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ეკონომიკის სკოლის დეკანი;
ირაკლი ერაძე - ფინანსისტი;
ირაკლი ჟვანია - ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის „ქუდოს ჯორჯია“ პარტნიორი;