Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთი?

BM.GE
29.10.21 12:34
331
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე მიმდინარე წლის აგვისტოში გაზარდა, რაც თავის მხრივ, რეკორდულად გაზრდილი ინფლაციით იყო განპირობებული. რეფინანსირების განაკვეთი, რაც ამჟამად 10%-ს შეადგენს, 2022 წლიდან ეტაპობრივად უნდა შემცირდეს და ის წლის პირველ ნახევარში დაახლოებით, 9%; ხოლო წლის მეორე ნახევარში კი 7.75%-8% უნდა გახდეს. თუმცა სებ-ი მოენტარული პოლიტიკის ანგარიშში მიუთითებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მომავალში არსებულ ფაქტობრივ ინფლაციასა და ინფლაციურ მოლოდინებზე იქნება დამოკიდებული.

სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - Galt&Taggart-ის ეკონომისტი;