Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ უმკლავდება “ჯეო ჰოსპიტალსი” ექთნების დეფიციტს?

BM.GE
09.09.22 10:48
205
საქართველოს მასშტაბით ,, ჯეოჰოსპიტალსის" ქსელი 24 სამედიცინო დაწესებულებით , მათ შორის 15 სტაციონარით ოპერირებს . ქსელში დასაქმებულია 1400-ზე მეტი ექთანი და 5000-მდე პერსონალი. ქსელი ოპერირებს საქართველოს მასშტაბით 5 რეგიონსა და თბილისში. 

2020 წელს, ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ში დაარსდა სასწავლო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ექთნების გადამზადებას შესაბამისი სასწავლო პროგრამებით. სამწუხაროდ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში კვალიფიციური და პროფესიონალი საექთნო პერსონალის დიდი დეფიციტია, განსაკუთრებით, რეგიონებში. მაგალითისათვის, ექთნების თანაფარდობა ექიმებთან არის 0.8, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდებულ სტანდარტს - 4:1 მნიშვნელოვნად ჩამორჩება. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არ არსებობს ექთნების უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემა, საექთნო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და განათლება დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ტრენინგ ცენტრის დახმარებით, 

ერთობლივი პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საექთნო პროგრამების მომზადება, სასწავლო ცენტრებისათვის სათანადო პედაგოგიური რესურსის მობილიზება და კომპანიაში დასაქმებული 1400-ზე მეტი ექთნისათვის მაღალი ხარისხის, უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის უზრუნველყოფა. 

სტუმარი: ზურაბ ქიტოშვილი - "ჯეო ჰოსპოტალსი"-ს გენერალური დირექტორი;