Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უმკლავდებიან ქვეყნები გულგრილ ტურისტებს?

BM.GE
17.09.21 11:37
353
ტურისტული ინდუსტრია სწრაფად იზრდება მთელს მსოფლიოში და ეს მომგებიანია ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ ამ დარგის მაქსიმალურ განვითარებას და რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვას, თუმცა, ზოგიერთი, ყველაზე პოპულარული ქვეყნების მოსახლეობა არც თუ ისე მეგობრულადაა განწყობილი ტურისტებისადმი, რადგან ხშირია მათი მხრიდან ლანდშაფტის შემთხვევითი თუ უნებლიე დაზიანება. შესაბამისად, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ ცვლილებები იყო საჭირო და ზოგიერთმა ქვეყანამ პუნქტებიც კი შეიმუშავა თუ რისი გაკეთება შეიძლება ან არ შეიძლება ტერიტორიაზე. ცხადია, ეს შეზღუდვები პოსტ-პანდემიურ ვითარებაში შესაძლოა შეარბილონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეტი ადამიანის მოზიდვით, თუმცა რიგი წესები მაინც უცვლელი რჩება. როგორ უმკლავდებიან ქვეყნები გულგრილ ტურისტებს და როგორ ინარჩუნებენ ავთენტურ ბუნებას?