22.Feb .2021 10:30

როგორ უნდა აღირიცხოს დასაქმებულთა შრომა 1 მარტიდან? - დეტალებით დავით გელაშვილი და თამარ კუხიანიძე საქმიან დილაში

Back

ერთ კვირაში, 1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ახალი ვალდებულების შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა. ჯანმრთელობის დაცვის და შრომის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, განისაზღვრა "ტაბელის" ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ინფორმაცია ამის ჩამონათვალი საკამოდ დიდია, შრომატევადი და ხარჯიანიც. თუმცა აქვე გათვალისწინებულია კიდევ ერთი გარემოება იმ შეთხვევაში, თუ ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და შევსებაზე პასუხისმგებელი პირი ერთი და იგივე პირია, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა დასტურდება ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერით.


სტუმრები: დავით გელაშვილი - BDO Legal-ის პარტნიორი;
თამარ კუხიანიძე - BDO-ს ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის განყოფილების მენეჯერი