Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან "მეოთხე ტალღა"?

BM.GE
15.07.21 15:14
412
არაფერი არ დგას ადამიანის სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა - ამ სიტყვებით გახსნა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმდჯომარემ დრევანდელი სხდომა. ირაკლი კოვზანაძე გამოეხმაურა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს. მისი თქმით, მსგავსი მოვლენები ქვეყანაში აღარასოდეს უნდა განმეორდეს. რაც შეეხება თავად კომიტეტის სხდომას, საქართველოს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს. კორექტირებული მაკროეკონომიკური პარამეტრები და გაზრდილი ხარჯები - ეს არის ცვლილებები, რომლებიც ბიუჯეტის კანონში შედის. ხარჯები რეკორდულ ნიშნულამდე 19-ნახევარ მილიარდ ლარამდე იზრდება. განახლებული პროგნოზით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც 7.7%-მდეიზრდება.