21.Jan .2022 12:04

როგორ უნდა განხორციელდეს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა?

151
Back

თბილისი ავარიული სახლებით მდიდარი ქალაქია. მათი ნაწილი ისტორიას წერს, ნაწილი კი - მოსახლეობასაც და ხელისუფლებასაც ჩანაცვლებისთვის ემეტება, რადგან არქიტექტურული ღირებულებით გამორჩეული არ არის. ესაც რომ არ იყოს, ამორტიზებულია და სიცოცხლისთვის საშიში. 

ერთი ასეთი შენობა მაგალითად, მეტეხის ქუჩაზეა, რომელიც BMG-იმ სამი წლის წინ გადაიღო. მაშინ ცალი გვერდით მონგრეულ სახლს მობინადრეები მაინც არ ტოვებდნენ. სულ რაღაც 10 დღის წინ კი მეტეხის 14-ში მდებარე ამ შენობას, კიდევ ერთი მხარე გამოეცალა და დარჩენილმა ორმა ოჯახმაც, მერიის დახმარებით, ჯერ სასტუმროს შეაფარეს თავი, შემდეგ კი ბინა ქირით უნდა მონახონ. 300 ლარს თბილისის მთავრობა გადაუხდის. აქ მაინც ისმის ერთი კითხვა - რას ვერ ელეოდნენ ნგრევის პირას მყოფი შენობის მაცხოვრებლები? რატომ რისკავდნენ სიცოცხლის ფასად? პასუხი მაშინაც და დღესაც ასეთია - ისინი მისაღებ ფასად ინვესტორის გამოჩენას ელოდებიან. ბუნებრივია, რომ პირობების გაუმჯობესება სურთ. არის კიდევ ბევრი დეტალი - სად იქნება მათი მომავალი ბინა, რომელ უბანში და ა.შ. მეტეხის ქუჩის, შეიძლება ითქვას ეს მარადიული მაგალითი, მე იმიტომ შეგახსენეთ, რომ გუშინ კიდევ ერთხელ დააანონსა თბილისის მერმა ავარიული ჩანაცვლების პროგრამა. ამჯერად მხოლოდ ე.წ ხრუშჩოვკებზე არ არის საუბარი.

რა გეგმები აქვს თბილისის მთავრობას და რა პირობები უნდა იქნას დაცული საბინაო ფონდის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში?

სტუმარი: ბესო ორთოიძე - კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი;