Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუხის სავაჭრო ცენტრში ტექნოპარკი გაიხსნება

5a4ce303a8c2c
ანუკა ჯოხაძე
03.01.18 18:02
730
"რუხი მოლი“ მომავალი წლიდან სავაჭრო მიმართულებას საგანმანათლებლო, გასართობ და სოციალურ მიმართულებებს ამატებს. ამის შესახებ სავაჭრო ცენტრის დირექტორმა დავით მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, რუხი მოლმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება ინოვაციებისა და ტექნოლოგების სააგენტოსთან რის საფუძველზეც მომავალ წელს ახალგაზრდებისთვის ადგილზე ტექნოპარკი მოეწყობა. ამასთან, იგეგმება გასართობი ახალგაზრდული ცენტრის გახსნაც, რომელზეც მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან უკვე მიმდინარეობს.

„გარდა სავაჭრო მიმართულებისა მნიშნელოვანია რომ ჩვენ დავიწყეთ საგანმანათლებლო კუთხითაც მუშაობა. ცოტა ხნის წინ გაფორმდა ხელშეკრულება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, რაც გულისხმობს პროგრამირების, ბიუჯეტირების და ფინანსების საკითხებში სრულიად უფასო მომსახურებას რისი მხარდამჭერიც არის USAID და მსოფლიო ბანკი. უნდა აღინიშნოს ასევე გასართობი მიმართულება, რომელიც მოიცავს როგორც ბავშვთა ისე ზრდასრულთა გასართობ კუთხეს. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ატრაქციები ან ბარი, რომელიც ინოვაციური და განსხვავებული იქნება", - აცხადებს მაჭავარიანი.

რუხი მოლი 2016 წლიდან ფუნქციონირებს. სავაჭრო ცენტრში დასაქმებულია 150-200 ადამიანი.