Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უნდა მოგვარდეს სოფლის მეურნეობაში დაბალი მწარმოებლურობის პრობლემა?

BM.GE
08.07.22 11:20
234
საქართველოში აგრარული სექტორი ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და გავრცელებულ პრობლემებს შორის, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა და დაბალი მწარმოებლურობაა. როგორ უნდა მოგვარდეს დაბალი მწარმოებლურობის პრობლემა? ეს კითხვა "საქმიანი დილის" გუნდმა რამდენიმე დარგში გამოცდილ პროფესიონალს დაუსვა. ისინი აღნიშანვენ იმას, რომ მიუხედავად ბოლო წლებში ფერმერული მეურნეობების განვითარებისა, მწარმოებლურობის გაზრდისთვის მეტია გასაკეთებელი და აუცილებელია, რომ ქართველმა ფერმერებმა თანამედროვე გამოცდილება მიიღონ, რათა მათი შემოსავლები მწარმოებლურობის პროპორციულად გაიზარდოს.