Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აფხაზეთის გამრიცხველიანებისთვის მუშაობა დაიწყო

5a2fd1eee708a
დავით ჯალაღონია
12.12.17 16:55
806
„ენგურჰესის“ დირექტორის ლევან მებონია განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების დარეგულირების მიზნით გამრიცხველიანების დასაწყებად შეხვედრები გაიმართა. მისი თქმით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ამ საკითხით დაინტერესებულია.

"მოლაპარაკებები მიდის იმაზე, რომ დაიწყოს გამრიცხველიანება და ჩვენ დავეხმარებით ტექნიკურ საკითხში, პროექტების შეფასებაში და ა.შ. რამდენიმე შეხვედრა უკვე იყო, ეს გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ რაღაც პროგრესი გვექნება, თუმცა არ არის მარტივი საკითხი", - განაცხადა ლევან მებონიამ.

რაც შეეხება „ენგურჰესის“ რეაბილიტაციას, ამისთვის სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება და შესაბამისად, თებერვლის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე ჰესი გაჩერდება.

მისივე განცხადებით, გვირაბის რემონტზე გამოყოფილია დაახლოებით, 18 მილიონი ლარი.

„ახლა მიდის დაზუსტება პროექტის და სატენდერო სპეციფიკაციების მომზადება და უფრო კონკრეტული თანხა ცნობილი იქნება 2018 წლის სექტემბრისთვის“, - განაცხადა მებონიამ.