Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ ვითარდება ქართული საგამომცემლო ბაზარი?

BM.GE
23.01.23 00:41
215
გადავწყვიტეთ განვიხილოთ საქართველოს საგამომცემლო ინდუსტრია, რომლის განვითარებაც, საკმაოდ დამაიმედებელ ინდიკაციას გვაძლევს. საქართველოში წიგნზე მოთხოვნა არათუ ნარჩუნდება, არამედ იზრდება. ლიკა მეგუთნიშვილის მიგნებებს შორის არის არამხოლოდ წამყვანი გამომცემლების ერთგვარი რეიტინგი და სტატისტიკა, არამედ ისიც, რომ ამ ბიზნესის წარმომადგენლები ადასტურებენ შემდეგს, რომ - სულ უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდა სტუმრობს გამომცემელთა ბრენდულ სივრცეებს, მაღაზიებსა თუ წიგნის ფესტიველებს. იძენენ წიგნებს, იმედია კითხულობენ შემდგომ და ეზიარებიან ლიტერატურის ახალ, ჯერ კიდევ შეუცნობად მონათხრობებს. ძალიან საინტერესო ვითარება იკვეთება, რომლის გაზიარებაც გადავწყვიტეთ თქვენთვის.