08.Aug .2022 08:16

როგორი იქნება ციფრული მომავალი?

147
Back

გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრი, რომელსაც ირაკლი ბერიძე ხელმძღვანელობს, მეტავერსში ვირტუალური ოფისის გახსნას გეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური ინტელექტი თანდათან უფრო აქტიურად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, ირაკლი ბერიძის ინიციატივით შექმნილ ცენტრს გაეროში საქმეები გაეზარდა. როგორც ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ბერიძე ამბობს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, დიდი ალბათობით, უმეტესობა ჩვენგანი ცხოვრების დიდ ნაწილს მეტავერსში გაატარებს. სამყაროს ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ მისი შეფასებების და მოსაზრებების მოსმენის შესაძლებლობა ჩვენს მაყურებელსაც აქვს. ირაკლი ბერიძეს Forbes-მა უმასპინძლა.

ირაკლი ბერიძე - გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი.