Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო ტყიბულში მომხარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

59f4628c7fcb0
BM.GE
28.10.17 14:54
853
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები იკვეთება. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


"მთელი ღამის განმავლობაში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში იმყოფებოდა ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებას ამ დრომდე სწავლობს. სპეციალისტებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს ის ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 27 ოქტომბერს მეშახტე დავით ფორჩხიძე გარდაიცვალა. ამ ეტაპისთვის არსებული დასკვნით, იკვეთება უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები.

შახტაში სამთო მასის ჩამოშლა მოკვლევის განხორციელებისასაც მოხდა, რის გამოც ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფის მიერ კონკრეტულ სამუშაო უბანზე სამუშაოების შეჩერების რეკომენდაცია გაიცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება.

მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე მოკვლევის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორი ბექა ფერაძე და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე ხელმძღვანელობენ",- ნათქვამია განცხადებაში.