Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორია პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში? / #პროფესიონალი მეარმატურე - ლაშა ოსეფაიშვილი

BM.GE
25.10.22 13:40
210
მსოფლიო ბანკმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში არსებული საწყისი, საბაზისო და უმაღლესი განათლების სისტემებზე, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემაზე, რომლებიც მთლიანობაში გავლენას ახდენენ ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის მდგომარეობაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ხარისხი კვლავ დაბალია. “პროფესიული განათლების მიმართულებით ქვეყანაში 100-მდე კერძო და საჯარო საგანმანათლებლო სასწავლებელი მოქმედებს, რომელთა ნახევარზე მეტიც კერძო სასწავლებელია. ასევე არსებობს რამდენიმე სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა სტუმარ-მასპინძლობისა და ინფრასტრუქტურის სფეროში კადრების მომზადებისთვის. პროფესიული განათლების პროგრამებში მონაწილეობა დაბალია და წლიურად დაახლოებით 15 ათასი ადამიანი რეგისტრირდება, ასევე შესამჩნევია საკმაოდ მაღალი 30%-იანი სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი. გარკვეული გაუმჯობესებების მიუხედავად, სახელმწიფო დანახარჯები პროფესიულ განათლებაზე არის დაბალი, რასაც ერთვის დაბალი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც, დიდი ქალაქების მიღმა ახალგაზრდების მხოლოდ 6% ერთვება პროფესიულ განათლებაში. ამასთანავე, პროფესიული განათლების ხარისხი კვლავ დაბალია,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში. 

ამ მიმართულებით აქტიურად არის ჩართული USAID და მხარს უჭერს 35-ზე მეტ პროგრამას საქართველოში რათა გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა, გააძლიეროს დემოკრატიული მიღწევები, უზრუნველყოს მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა. 


როგორია საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხი და რა პოზიციებს იკავებს ამ მიმაღთულებით ქვეყანა?

სტუმარი: მათე ტაკიძე - პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ ხელმძღვანელი.