Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორია რუსი და ბელარუსი მოქალაქეების ჯავშნების სტატისტიკა?

BM.GE
23.03.22 12:36
315
თიბისი კაპიტალი რუსეთ - უკრაინის კონფლიქტის ფონზე საქართველოში რუსებისა და ბელორუსების შემოდინების ზრდას ელოდება. როგორც საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში წერია, მიგრაციის ეფექტიდან საქართველომ წლიურად შეიძლება 200 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღოს. საუბარია ისეთი ტიპის შემოსავლებზე, როგორებიცაა ბინის ქირა, გართობასა და დასვენებაში დახარჯული თანხები, ასევე შოპიგნში დახარჯული თანხები და ა.შ. 

ჰელისკი ჯორჯიას დამფუძნებელი bmg-სთან ამბობს, რომ საქართველოში არ შემოდის მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორი. ვატო ასათაშვილის თქმით, დღეს, ვინც რუსეთიდან და ბელორუსიიდან შემოდის, მათ ტურისტებსაც ვერ დავუძახებთ, რადგან ისინი არა რამდენიმე დღით, არამედ მათი ჩვენ ქვეყანაში ვიზიტი გრძელვადიანია. ასევე ის ამბობს, რომ დიდ შემოსავლებზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს, რადგან ეს არ არის ის ნაკადი, რომელიც ეკონომიკაზე იმოქმედებს. 

საქართველოში ჩამოსული რუსი და ბელარუსი ტურისტები ძირითადად ძველი თბილისის სასტუმროებსა და აპარტამენტებში განთავსდნენ. ამ ფაქტის გამო საკმაოდ მოიმატა უძრავი ქონების ფასმა და ეს ეხება როგორც გაყიდვებს, ასევე ბინის ქირასაც, რომელიც ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაძვირდა. 

სტუმრები: ნიკა გოგოლაძე -Turebi.ge, დირექტორი;
ანი ჭელიძე - Myhome, გუნდის კაპიტანი.